ხაშურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია სრულდება

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო სცენა, საოპერატორო სივრცე, მოპირკეთდა და შეიღება ჭერი, კედლები, დაიგო დარბაზის იატაკი, მოეწყო გახმოვანებისა და განათების სისტემები. უახლოეს პერიოდში გაკეთდება დარბაზში შესასვლელი კარი, პარტერში დამონტაჟდება სკამები.
საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 900 000 ლარზე მეტს შეადგენს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

კომენტარები
იტვირთება...