ხაშურში ინტელექტუალური კონკურსი „ეტალონი“ გაიმართა

ხაშურში ინტელექტუალური კონკურს „ეტალონის“ ფინალი გაიმართა. ღონისძიებაში, მუნიციპალიტეტის სკოლების 82მოსწავლე მონაწილეობდა.

ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მახარაშვილი, 79 ქულით, 2019-20 წლების ხაშურის ეტალონი მოსწავლე გახდა.
მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ: წრომის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ხაჩიძე და ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ფანჩულიძე.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ.

ეტალონ მოსწავლეს ჯილდო გადასცა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძემ.

დაჯილდოვდა 2018-19 წლების ხაშურის ეტალონი მოსწავლე ბარბარე ჭყოიძეც.

დასასრულს, „ეტალონის“ წამყვანმა და ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურის სამსახურს, ადგილობრივ რესურსცენტრს, I საჯარო სკოლას და საპარლამენტო ბიუროს მხარდაჭერისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად