ხაშურში 36 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ დაჭრა

ხაშურში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ დაჭრა. ინციდენტი დღეს, დაახლოებით თერთმეტ საათზე მოხდა.
36 წლის ქალბატონი ამ დროისთვის ხაშურში, „ევექსის” კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „აიპრესს“ კლინიკის დირექტორმა კახა ხელაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად