ხაშურის წყლისა და წყალარინების მშენებლობაზე სატენდერო წინადადების განხილვა მიმდინარეობს

ხაშურის წყლისა და წყალარინების მშენებლობაზე სატენდერო წინადადების განხილვა მიმდინარეობს , რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული მშენებარე კომპანია.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელ,ზვიად ქურდაძესა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.
მშენებლობას, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი 65 მილიონი ევროთი აფინანსებს, ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში, აშენდება 170 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტირდება და აშენდება 40 კმ წყალარინების ქსელი; აშენდება წყალმომარგების სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, გადამცემი ხაზები და სადისტრიბუციო ქსელები, ასევე, ჩატარდება ქალაქის საკანალიზაციო ქსელის, მათ შორის კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ძველი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი, რომლის ნაცვლად აშენდება ახალი ნაგებობა.
სამშენებლო სამუშაოები, 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყება და 2025 წელს დასრულდება. შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები დაახლოებით 44 000 ადამიანი ისარგებლებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით.

კომენტარები
იტვირთება...