ხაშურის საავადმყოფოში დედა და ჩვილი გარდაიცვალა-სამედიცინო პერსონალს საქმიანობა შეუჩერდა

ხაშურში, “ევექსის” კლინიკაში დედა და ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია “აიპრესს” კლინიკის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

კახა ხელაძის თქმით, მშობიარობის პროცესი გართულდა და სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა მათი გადარჩენა.

როგორც ხელაძე სააგენტოსთან განმარტავს, ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და პროფესიული საქმიანობა შეუჩერეს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დაბა სურამში მცხოვრებია, რომელსაც ოთხი შვილი დარჩა.

სტატიის ავტორი ჯემალ ღამბაშიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად