ხაშურის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თვითიზოლაციაში არავინ იყოფება.

დაიწყო რისკ-ჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალის მიზნობრივი სკრინინგი. ტესტირება ჩაუტარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს. ტესტირების შედეგებით, კორონავირუსის შემთვევები არ გმოვლენილა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ცხელების,ან რესპირაციული ინფექციის სხვა სიმპტომების შემთხვევაში სატელეფონო კონსულტაცია გაიარონ ოჯახის ექიმთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად