ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მინი სტადიონი მოეწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მინი სტადიონის მოწყობა
დასრულებულია.

„მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად
მიმდინარეობს. დასრულდა კიდევ ერთი პროექტი -სოფელ ნაბახტევში მინი სტადიონის
მოწყობა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ბავშვებისთვის, ასევე
დამსვენებლებისთვისაც“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა
ნაბახტევის მინი სტადიონის დათვალიერება-შეფასებისას.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ
ჯანაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, პროექტი თანადაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ 75
638 ლარი შეადგინა.
სოფელ ნაბახტევში მოწყობილი მინი სტადიონი, 400-ზე მეტ ადგილობრივსა თუ
სოფლის სტუმარს მოემსახურება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას
შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად