ხაშურის მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თენგიზ ჩიტიაშვილი მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

თენგიზ ჩიტიაშვილი მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ ოფიციალურად წარუდგინა.
თენგიზ ჩიტიაშვილმა ისაუბრა იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც სამომავლოდ გეგმავს.

კომენტარები
იტვირთება...