ხაშურის გენდერული თანასწორობის საბჭო საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ორგანიზებულ ვებინარს შეუერთდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა ბიუროს სამდივნოს მიერ ინიცირებულ ვებინარზე მიიღეს მონაწილეობა, რომელიც „გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის“ ფარგლებში გაიმართა და საჯარო სექტორში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების საკითხებს მიეძღვნა.

ვებინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისო ორგანიზაცია SIGMA-ს წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან ყურადღება გაამახვილეს საჯარო სამსახურში ქალთა თანასწორობის უზრუნველყოფის გზებზე და ვებინარის მონაწილეებს გაუზიარეს გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების საუკეთესო პრაქტიკების მაგალითები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
ვებინარის მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირის ქვეყნეში განხორციელებულ შედარებით კვლევას და სიტუაციურ მაგალითებს; ადამიანური რესურსების მართვის (HRM) მნიშვნელოვან სტრატეგიებს; გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების და ამ საკითხის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კანონმდებლობას და პრაქტიკას; პროფესიულ განვითარებას, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას და ანაზღაურების სამართლიანობის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად