ხაშურის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ახალი პროექტი დაიწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში პროექტ PARENTING-ის პირველი online საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი ითვალისწინებს ლაივ შეხვედრებს ფსიქოლოგთან და ექიმთან, რომლებიც აუდიტორიასთან საუბრობენ მოზარდებისა და მშობლების წინაშე ასაკობრივი თავისებურებების გამო არსებული გამოწვევების შესახებ.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებს და მათ მშობლებს გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი ურთიერთობის სიძნელეების დაძლევაში.

პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად