ხარშილაძე პუტინის განცხადებაზე: ეს არის ძალიან სახიფათო ნაღმი, რომელზეც ჩვენი მყისიერი რეაქციაა საჭირო

“რუსეთმა თავის ისტორიას მიხედოს ჯობია, რომელიც ნორმალურად დაწერილიც არ აქვს და ვისი რა აქვს წართმეული დღემდე არ იციან რუსებმა თავიდან ბოლომდე. “,- ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ეს არის ძალიან სახიფათო ნაღმი, რომელზეც ჩვენი მყისიერი რეაქციაა საჭირო. რუსეთმა თავის ისტორიას მიხედოს ჯობია, რომელიც ნორმალურად დაწერილიც არ აქვს და ვისი რა აქვს წართმეული დღემდე არ იციან რუსებმა თავიდან ბოლომდე.

შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არის საჭირო ძალიან კარგი კონტრარგუმენტები ამაზე და იმაზე საუბარი, რომ ეს არის ძალიან საბჭოთა ტრადიციებში სტატუს კვოს ისტორიულ პრეცედენტად გაყვანა. ანუ დღეს რაც აქვს, ტიპი იმას გიმტკიცებს, რომ ყოველთვის ესე იყო. რომ შენ უფრო ადვილად შეეგუო. ამაზე არრეაგირება და სიჩუმე რაც დღეს ხდება… რომ გამოვარდა ბატონი პრემიერი და პრეზიდენტი და პირველ დღეს ლანძღა გაბუნია, ახლა გამოვიდნენ და ლანძღონ პუტინი. რატომ არ იმას შვრებიან? გაბუნიამ პუტინს შეაგინა პუტინმა კიდევ საქართველოს შეაგინა. რომელი უფრო უარესია? შესაბამისად ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს თუ გავატარეთ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგვექმნას,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...