ხარკოვში, სააკაშვილის ბილბორდებს დემონტაჟს უკეთებენ

ხარკოვში, ბალაშოვსკის ხიდის რაიონში, საქალაქო სამსახური მიხეილ სააკაშვილის პარტია “ახალ ძალთა მოძრაობა”-ს ბილბორდის დემონტაჟს ახორციელებს.

ბილბორდზე არის წარწერა: “ვინ მოსვამს კერნესს? სააკაშვილის ანტიკორუფციული სპეცნაზი” და მითითებულია პარტიის ნომერი საამომრჩევლო ბიულეტენზე.

ადგილზე იმყოფებიან “ახალ ძალთა მოძრაობის” წარმომადგენლები და აგრეთვე გამოძახებულია პოლიციაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...