ხარკოვის მახლობლად ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ პირთა ოჯახები 55 ათას აშშ დოლარს მიიღებენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანის გადაწყვეტილებით, ხარკოვის მახლობლად ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა თითოეული 26 ოჯახი 1.6 მილიონ გრივენს (დაახლოებით 55 ათასი აშშ დოლარი) მიიღებს. ამის შესახებ შაბათს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იგორ სტარობინსკიმ განაცხადა.

სტარობინსკიმ განმარტა, რომ გადახდები განხორციელდება თავდაცვის სამინისტროს სახსრების ხარჯზე.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად