ხარებავა: გავრცელებული ინფორმაცია ჩემი დისკრედიტაცია და მიმდინარე პროცესებისაგან ჩემი ჩამოშორების მცდელობაა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავას განცხადებას, ავრცელებს რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ()იპ ფონდ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს, რომელმაც 2017 წელს წარმადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წინაშე, ,,საერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 47- მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში წარვადგინე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წარმოებდა სასამართლოში. გარდა ამისა არსებობს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ სხვა საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც განხილული იყო სხვადასხვა სასამართლოში და რომელშიც ჩემი წარმდგენი სუბიექტი მონაწილეობდა კანონით გათვალისწინებული წესით.

გარდა ამისა, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლეგიტიმაციისათვის, მთავარი და სრულიად საკმარისია ის გარემოებაც, რომ ჩემი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 47- მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის, ჩემი სამუშაო გამოცდილება დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ცენზს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ჩემი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენის და მიმდინარე პროცესებისაგან ჩემი ჩამოშორების მცდელობა, რაც არ უნდა შედიოდეს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მხარდაჭერის ინტერესებში”, – ნათქვამია ზაზა ხარებავას გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ზაზა ხარებავას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიმართავს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...