ხარაგაულში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარეობს ზვარე-მოლითის დამაკავშირებელი გზის აღდგენა უკვე დაწყებულია.გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.

მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა სასოფლო გზები და მწყობრიდან გამოიყვანა ხიდები.

დატბორილია ხარაგაულის ქუჩები. დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, რომლებიც ქუჩებს შემოტანილი ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.

სტიქიამ სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. დაიშლამა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან.

შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...