ხარაგაულში, სოფელ ძირულაში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 50-მდე მუშა გაიფიცა

ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და უქმე დღეებში დასვენება- ეს ის მოთხოვნებია, რომლის შესრულებასაც მუშები მესამე დღეა გაფიცვის ფონზე ითხოვენ.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული წარმომადგენლის, პაატა ნინუას თქმით, დასაქმებულები არა ადამიანურ პირობებში მუშაობენ.

“კომპანიას არ აქვს გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტები დასაქმებულებთან, შესაბამისად, ხელფასები გამომუშავებაზეა, არ აღრიცხავენ სამსახურში ყოფნა/არყოფნას. ეს არ არის ტექნიკური პრობლემა, არამედ მიზანმიმართულია, რათა არ გადაუხადონ მუშებს ანაზღაურება სრულად,”-აცხადებს პაატა ნინუა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...