ხარაგაულის მერია სოციალურ პროგრამებში მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთლობისა და მათი სოციალური უზრუნველყოფისთვის მიმდინარე წელს 1 105 400 ლარი გამოიყო.

მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მიმდინარე წელს  მოქმედებს 22 ქვეპროგრამა. მათ შორის ორი ქვეპროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო 20 – სოციალურ უზრუნველყოფას.

მოქმედი პროგრამებია:

გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამა
ქვეპროგრამა მოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელ პირველად მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც ოჯახმა კრიზისი უნდა დაძლიოს მოკლე დროში. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური, ქვეპროგრამის მოსარგებლეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ოჯახის წევრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. დახმარება გაიწევა განცხადების საფუძველზე, ოჯახში ვიზიტს ახორციელებს მობილური ჯგუფი, რომელიც აფასებს ოჯახის მდგომარეობას და საჭიროებას. მობილური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს დახმარების სახეს და ახდენს შემდგომ რეაგირებას.
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს კვლევების, ოპერაციების, სამედიცინო მომსახურების და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მედიკამენტების თანადაფინანსებას.
შშმ პირთა დახმარება, რომელიც მოიცავს 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირთა სამკურნალოსარეაბილიტაციო კურსის და მედიკამენტების დაფინანსებას, ასევე, შშმ პირის, რომელიც საჭიროებს მომვლელს, ყოველთვიურ დახმარებას. კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე შშმ პირთადახმარება,
ერთჯერადი ფინანსური დახმარება, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება გაიცემა არა უმეტეს-500 ლარის ფარგლებში.
ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფიპირების დახმარება;
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომლის მოსარგებლეა 4 და მეტი შვილიანი ოჯახი რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-, დახმარება შეადგენს თითოეულ ბავშვზე 50 ლარს.
მარტოხელა მშობლების დახმარება.
მარჩენალდაკარგულთა დახმარება. დახმარების მიმღებია 21 წლამდე ასაკის დედით ან მამითობოლი ბავშვი.
ყოველთვიური დახმარების პროგრამის ბენეფიციარები არიან სამამულო ომის ვეტერანები, უსინათლოები და დევნილები.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება. დახმარების მიმღებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრი, რომელსაც პირველი რიგისმემკვიდრე არ ყავს და რომელზეც არ ვრცელდებაომისა და სამხედრო ძალების შესახებ კანონის მე-16 მუხლის კრიტერიუმები.
ხანდაზმულთა დახმარება. დახმარების მიმღებია100 წელს გადაცილებული მოქალაქე.
სადღესასწაულო დღეების დახმარება. დახმარება მოიცავს სადღესასწაულო დღეებში მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.
სოციალურად დაუცველი ან უპატრონო გარდაცვლილის ოჯახის დახმარება; დახმარება გაეწევა 57 000 ქულამდე სოც. დაუცველი ან უპატრონო მიცვალებულის ოჯახს.
ახალშობილთა ოჯახების დახმარება. პირველი ბავშვის შეძენისას ოჯახისათვის გაწეული დახმარება შეადგენს 100 ლარს, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 150 ლარს, მესამე – 200 ლარს, მეოთხე – 250 ლარს, მეხუთე – 300 ლარს და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას თანხა იზრდება 50 ლარით. ტყუპების შეძენის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1 500 ლარით.
ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვა. დაკრძალვის ხარჯი შეადგენას 250 ლარს;
სტიქიური მოვლენების, ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალური დახმარება მოიცავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა დახმარებას დაუსახლკარო პირთა და ძალადობის მსხვერპლთა მინიმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება მოხვდებიან ის პირები რომლებიც ვერ  სარგებლობენ სხვა მუნიციპალური პროგრამებით;
()იპ სათნოების სახლის მომსახურება, უფასო სადილის ყოველდღიურად კვირის გარდა იღებს 74 ბენეფიციარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვა. ამ მიზნით გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 8 პედაგოგი, მომზადდა ადაპტირებული გარემო ჯგუფური მეცადინეობებისთვის. პროექტის მიხედვით 2021 წელს მერია უზრუნველყოფს ჯგუფური თერაპიის სერვისის ღირებულების თანაგადახდას.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მომსახურებას უწევს 14 /ამბულატორია, რომელთაგან 4 ორბრიგადიანია, დანარჩენი 10 _ ერთბრიგადიანი. სულ 18 ექიმი და 19 ექთანი.
მუნიციპალური პროგრამები გენდერულად მგრძნობიარეა და მოიცავს თითქმის ყველა მოწყვლად ჯგუფს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად