ხანგრძლივი წვიმების გამო, ვენეციის ცენტრი დაიტბორა

ხანგრძლივი წვიმების გამო, ვენეციის ცენტრი დაიტბორა,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press– ი ავრცელებს.

გადაუღებელი წვიმის გამო, ბევრი მაღაზია და კაფე დაიტბორა, ასევე ცნობილი წმინდა სან მარკოს მოედანი.

უსაფრთხოების მიზნით, საბავშვო ბაღები დროებით დაიკეტა.

მეტეოროლოგების ცნობით, სამშაბათს საღამოს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც განსაკუთრებით იტალიის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილზე, ასევე სიცილიაზე მოახდენს გავლენას.

ვენეციაში წყალდიდობა იშვიათი არ არის, რომელსაც “მაღალ წყალს” უწოდებენ. ის გადაუღებელი წვიმების, აგრეთვე ქარიშხლის დროს ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად