ხანძრის პარალელურად, ავსტრალიის ზოგიერთ რაიონში ძლიერი სეტყვაა (ვიდეო)

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის ზოგიერთ რაიონში ძლიერი სეტყვა დაფიქსირდა,-ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი 7News-ი ავრცელებს.

გოლფის ბურთის ზომის სეტყვამ ახალ სამხრეთ უელსის შტატსა და ავსტრალიის დედაქალაქში ავტომობილები სერიოზულად დააზიანა. უამინდობამ კანბერასა და სხვა დიდ ქალაქებსაც ზიანი მიაყენა.

ავსტრალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში დღეში 1,5 ათასზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა, მათგან დაახლოებით  ათასი გამოძახება შენობების დაზიანებას უკავშირდებოდა.

ერთი დღით ადრე, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ქარიშხალი დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე 100 კმ / სთ-ს აღწევდა.

პარალელურად, ვიქტორიის შტატში, სამხრეთ ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატის სამხრეთ ნაწილში, კვლავ ბუნებრივი ხანძარი მძვინვარებს, რამაც ქვეყანას უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ავსტრალიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა BBC News- ს განუცხადეს, რომ ტყის ხანძრის სეზონი კიდევ რამდენიმე თვე  გაგრძელდება.

2019 წლის სექტემბრიდან ავსტრალიაში ხანძრის შედეგად  მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 2 ათასზე მეტი სახლი. ხანძარმა დაახლოებით 10 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა. დაიღუპა უამრავი ცხოველი, მათ შორის კოალები და კენგუროები.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად