ხანძრის გამო, ავსტრალიის აღდგენას შესაძლოა, საუკუნე დასჭირდეს

მასშტაბური ტყის ხანძრის შემდეგ, ავსტრალიაში არსებული ვითარების აღდგენას მინიმუმ ასი წელი დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრის გამო, 28 ადამიანი უკვე დაიღუპა. დაინგრა 2 ათასზე მეტი სახლი, დაიღუპა მილიარდი ცხოველი. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გადაშენდეს კიდეც.

სპეციალისტების პროგნოზით, “ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლი მთელ მსოფლიოში ატმოსფერულ პირობებზე  გავლენას მოახდენს”.

ჰაერის დაბინძურებამ მელბურნში სახიფათო დონეს მიაღწია. ასევე, ხანძრის გამო მელბურნის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს.

რეგიონში წვიმების მიუხედავად, ხანძრის გავრცელების არეალი ფართოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიქტორიის შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მორიგი ევაკუაცია გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ადრე ავსტრალიაში ფართომასშტაბიანი ხანძარი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაიღეს. სურათებში ნაჩვენებია კვამლის უზარმაზარი ღრუბლები, რომელიც ავსტრალიაში ტყეების დაწვის გამო ჩამოყალიბდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად