ხანძრის გამო, არნოლდ შვარცნეგერი და რაიან ფილიპი იძულებული არიან, საცხოვრებელი სახლი დატოვონ

ამერიკული მედიის ცნობით, ხანძრის გამო, ლოს-ანჯელესის ზოგიერთი პრესტიჟული რაიონიდან ევაკუაცია განხორციელდა.

კერძოდ, ევაკუაციის შესახებ ბრძანება შეეხო ცნობილ კალათბურთელს, ლებრონ ჯეიმსს, კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს, არნოლდ შვარცნეგერსს,  ასევე მსახიობ რაიან ფილიპს.

”თუ ევაკუაციის ზონაში იმყოფებით, ვითარებას სერიოზულად მიუდექით…. მადლობა მსოფლიოში საუკეთესო მეხანძრეებს, ისინი ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც კალიფორნიის მოსახლეობას იცავენ”,-წერს არნოლდ შვარცნეგერი მიკრობლოგ “ტვიტერზე”.

მეხანძრეების თქმით, ხანძარი ასევე საფრთხეს უქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს პოლ გეტის ხელოვნების მუზეუმს, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს.

მთელს კალიფორნიაში ტყის ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დაახლოებით 80 ათასი შენობა კვლავ რისკის ქვეშაა.

ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს, რომლის სიჩქარე საათში 164 კილომეტრს აღემატება.

ხელისუფლებამ დაახლოებით 200,000 ადამიანის ევაკუაცია ბრძანა.

შაბათ-კვირას, დამატებითი ხანძრების თავიდან ასაცილებლად, 2,4 მილიონზე მეტ მოქალაქეს ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად