ხანძარია კურორტ ურეკში მდებარე სამსართულიან სასტუმროში

ხანძარია კურორტ ურეკში მდებარე სამსართულიან სასტუმროში. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სხვენზე გაჩნდა.

შენობაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა და მან შენობა დროულად დატოვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეკვეთილის სახანძრო – სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ვარდენ რუსიეშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობულიზებულია ურეკის, შეკვეთილისა და ოზურგეთის სამაშველო ბრიგადები, დასახმარებლად გამოძახებულია ქობულეთისა და ფოთის სამაშველო ბრიგადები.
ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები
იტვირთება...