ხანძარი არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯას 48 სართულიან ცათამბრჯენში (ვიდეო)

არაბული სააგენტო gulfnews-ის ცნობით ხანძარი შარჯას ცათამბრჯენში 5 მაისის გვიან საღამოს გაჩნდა

შარჯას ალ-ნახდას რაიონში მდებარე 45 სართულიანი ცათამბრჯენ Abbco Tower-ის პირველი ცხრა სართული არასაცხოვრებელია. დანარჩენ 36 სართულზე კი თითოეულზე 12 ბინაა.ხანძარი, თვითმხილველთა თქმით, არასაცხოვრებელი ფართის მომდევნ, მე-10 სართულზე გაჩნდა და სწრაფად მოედო მთელ შენობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ცათამბრჯენის შეძლეს მიმდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია სწრაფად მოხდა, მეხანძრებმა კი შეძლეს ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა, თუმცა ამ დროისთვის ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დასრულებულა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი.

ცათამბრჯენის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა მოახერხა შენობიდან უვნებლად გამოსვლა. არიან თუ არა ისეთები, ვინც ვერ შეძლო შენობიდან გამოსვლა და რა ბედი ეწია მათ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ცხრა მსუბუქად დაშავებული პირის შესახებ, რომელთაც ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება. სამაშველო ოპერაციის დროს, ცალკეული სართულებზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის, მაშველებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.

სამოქალაქო თავდაცვის დირექტორი, პოლკოვნიკი სამი ხამის ალ ნაკბი ამბობს, რომ მათ შეძლეს დროულად რეაგირება და დიდი კატასტროფის თავიდან აცილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად