ხანდაზმული ქალი მამალმა საქათმიდან კვერცხების ამოკრეფისას დაკორტნა და მოკლა

ხანშიშესული ავსტრალიელი ქალი, რომელიც საკუთარ სახლის ბაღში საქათმიდან კვერცხებს იღებდა, მამალმა დაკორტნა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ქალს მრავალი ტრავმა აღმოაჩნდა, თუმცა ექიმებმა დასკვნეს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი რატომღაც განრისხებული მამლის მიერ ნისკარტით ვარიკოზული ვენის გახვრეტის შედეგად განვითარებული ძლიერი სისხლდენა გახდა.

ქალაქის ხელისუფლება არ ასახელებს გარდაცვლილის ვინაობას, რათა მის ახლობლებს კიდევ ერთხელ არ მიაყენოს ტრავმა, მაგრამ აცნობებს მოსახლეობას მოხდარის შესახებ და ერთი შეხედვით უწყინარ ცხოველებთან ურთიერთობისას ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდებს.

მომზადებულია https://www.news.com.au/მიხედვით.

მოამზადა რაულ კაპანაძემ
კომენტარები
იტვირთება...