ხალვაშის “რ2”-ის მეპატრონედ დარეგისტრირების გამო, ძმებმა ყარამანიშვილებმა საჯარო რეესტრს უჩივლეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელები, ტელეკომპანია “საქართველოს” მეპატრონეები, ძმები ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის.

როგორც ძმები ყარამანიშვილების ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, “ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც “რუსთავი 2”-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები “რუსთავი 2” -ის მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ “რუსთავი 2”-ის ქონება, წილები, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის “რუსთავი 2”-ის კანონიერი მესაკუთრე.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშის საკუთრება იქამდე, სანამ არ მოხდებოდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრება და დიდი პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა იქნეს განხილული საქართველოში სასამართლო დავა. ეს დროსთან არის დაკავშირებული და ამ პერიოდში „რუსტავი2“ შეიძლება აღარ არსებობდეს და ზუსტად ამიტომ არ უნდა მოეხდინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელება”.

ცნობისთვის, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...