A1 ბანერი

ხალვაში: როდესაც “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი ლაპარაკობს, მე ვიცი რომ მიშა მელაპარაკება

"მე ვიცი ეს პროფესია, შესწავლილი მაქვს. პრაქტიკაც მაქვს მიღებული. ხალხი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ მე თითქოს არაფერი ვიცი მედია ბიზნესში, ესეც "რუსთავი 2"-ის პროპაგანდის ნაწილია. არიან ადამიანები, რომლებიც დარბიან და იძახიან, რომ ქიბარი არ არის მედია მენეჯერი", – ამის შესახებ ბზნესმენტამ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა. 

"მენეჯმენტი ისეთია, თუ შენ გაქვს სურვილი და ხარ შრომისმოყვარე ყველაფრის შედეგების დადება შეიძლება. 

რასაც "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი ლაპარაკობს ის გულთან ახლოს რომ მივიტანო, შეიძლება დიდი ხანი…

რასაც ლაპარაკობს იმის ღირებულება არის ნული, იმიტომ რომ როდესაც "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი ლაპარაკობს, მე ვიცი რომ მიშა მელაპარაკება. მე მაქვს მიშასთან ლაპარაკის გამოცდილება და ვიცი რომ ყველაფერი აგებულია ტყუილზე და გამორჩენაზე", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...