ხალვაში: იმ 4 საათიანი “ლაივის” გამო რუსთავი 2″-ში, პერსონალურად დამირეკა სააკაშვილმაც და უგულავამაც

”მე მიმაჩნია, რომ ჩარევა იყო მინიმალური, და ის მინიმალური ჩარევაც სარედაქციო პოლიტიკაში იყო ჩემი შეცდომა. ვთვლი, რომ ამას მე გამოვასწორებ", – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

"ორი წლის განმავლობაში ვერავინ ვერ იტყვის, რომ ქიბარი მოდიოდა და სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა, ის ორი შემთხვევაც ისევ თითზე აქვთ დახვეული და ლაპარაკობენ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში მიმდინარეობდა აქცია და სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში "ლაივში" მიდიოდა.

ვუთხარი, რომ ეს არ არის 4-საათიანი "ლაივის" თემა. შეიძლება დაამოკლოთ და საინფორმაციოში გადაიტანოთ. ზუსტად ეს იყო ჩემი შეცდომა, ეს იყო მთელი დღის ზეწოლის შედეგი, პერსონალურად დამირეკა სააკაშვილმა, გიგი უგულავამ, ვიფიქრე, განვტვირთავ დაძაბულობას "რუსთავი 2"-სა და მათ შორის.

არიან ადამიანები, რომლებიც არანაირ პატივს არ მცემენ და ინტერპრეტაციას აკეთებენ თითქოს დენის წყაროს გამორთვას ვცდილობდი. არც ვიცი სად უნდა გამოვრთო დენის წყარო იმ ტელევიზიაში, რადგან ტექნიკურ ნაწილში ვერ ვერკვევი. ეს იყო მათი პოლიტიკის ნაწილი, რომ ქიბარ ხალვაში არ არის გარკვეული და გვერეოდა საქმიანობაში. მე ვიტყვი, რომ დღესაც დაქვემდებარებული არიან იმ ადამიანს, რომლის ქმედებაც მე მბრალდება", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად