ხალვაში: გირგვლიანის თემის გაშუქებამ “რუსთავი 2”-ში შეიწირა ჩემი და ”რუსთავი 2”-ის ურთიერთობა

"გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ გუნდი არაპროფესიონალურად მოიქცა, მაგრამ მე ვთვლი "იმედს" ჰქონდა პრივილეგია ეს ადრე გაეშუქებინა. ფაქტობრივად გირგვლიანის თემის გაშუქებამ "რუსთავი 2"-ში შეიწირა ჩემი და "რუსთავი 2'-ის ურთიერთობა და იქაური მენეჯმენტი", – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა.

"ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლო მიმდინარეობდა, ბოლო სხდომა იყო და თურმე ხელისუფლებას დაუგეგმავს, რომ პირველი თემა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. იმ დღეს ”რუსთავი 2”-ზე პირველი თემა იყო სასამართლოს გაშუქება. ზუსტად ამას მოყვა ყველა ის კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ტელევიზია დავკარგე”, – განაცხადა ხალვაშმა", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...