ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, ამბობს, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა ვადამდელ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას.

”ჯერ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება აფხაზეთის მეთაურის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის ან არმონაწილეობის შესახებ,” – განუცხადა ხაჯიმბამ სააგენტო ”ინტერფაქსს”.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დესტაბილიზაცია და სისხლისღვრა არ სურდა. ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ ის კვლავ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავდა. 

თუმცა, ოპოზიციური ძალების ბლოკის ხელმძღვანელი, ოკუპირებული აფხაზეთის დეპუტატი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

რაულ ხაჯიმბამ თანამდებობის დატოვება ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის ფონზე გადაწყვიტა, რომლის ლიდერებმა 2019 წლის შემოდგომაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაში, რომელიც რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს გაუგზავნა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოსტს ტოვებს, რათა ”ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს”.

რაულ ხაჯიმბას განცხადების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციციც გადადგა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტსაა დაგეგმილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც 10 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა საკასაციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება, რაულ ხაჯიმბას ე.წ. არჩევნებში გამარჯვების შესახებ უკანონო იყო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად