ხაიშში ხის საამქროს მეპატრონეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

  სოფელ ხაიშში ხის საამქროს მეპატრონეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 2 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, რთული იქნება და ამას რამდენიმე დღე დასჭირდება. ჭუბერის ხეობაში ერთ კვირაში მინისტრების ჩამოსვლას ელოდებიან, სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული განაახლებენ თუ არა საპროტესტო აქციებს ადგილობრივები. 

"რა ალტერნატივა აქვთ , აი ეს არის ყველაზე რთული საკითხი , როგორ გავაკეთოთ რომ აბსოლუტურად ლეგალურ ჩარჩოებში მოვახერხოთ ხე-ტყის დამუშავება. აქვე გაირკვა რომ 35 ათას კუბზე არის გაცემული ამ წუთში დაახლოებით ნებართვები . და ეს ნებართვები არის აბსოლუტურად ლეგალური და ამის ათვისება არის შესაძლებელი, სწორად ათვისება შესაძლებლობას მისცემს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ხე-ტყეზე მუშაობს დღეს ჰქონდეს ლეგალური შემოსავალი , უბრალოდ არის უამრავი წვრილმანი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას და სწორედ ამისთვის არის საჭირო ის შეხვედრა ,რომელიც დაავაანონსეთ ჯერ კიდევ გუშინ.

კვირას შეიკრიბებიან ადგილობრივები თვითონ ჩამოწერენ ყველაფერს, ჩამოწერენ, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან ხედვებს თუ  როგორ ფიქრობენ. გამოაგზავნიან ჩვენთან და როდესაც 1 კვირაში ჩვენ ჩამოვალთ მთავრობის წევრებთან ერთად განვიხილავთ ამ წინადადებებს , განვიხილავთ რა ალტერნატივები გვაქვს .

ერთ-ერთი ალტერნატივა მაგალითად გრძელვადიანი რაც არაერთხელ დამიყენებია პირადად მე გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე არის, ის რომ სოფელ ხაიშიდან მოყოლებული სვანეთის ქედი არის უმდიდრესი თავისი ბუნებრივი რესურსებით , აქედან გადადის გზა ტობავარჩხილზე და ტობავარჩხილი პრაკტიკულად არის ქედზე , ერთი ნაბიჯით გადავდივართ უკვე სამეგრელოსკენ და იქედან უკვე ულამაზესი ადგილები , აქეთ მხარესაც არის ულამაზესი ადგილები , უსგვირის ხეობაში გადადის, სადაც არის ასევე ულამაზესი ადგილები და ლაილაც მწვერვალი. ეს ყველაფერი შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებად სვანეთისთვის , სამეგრელოსთვის , ლეჩხუმისთვის – აი ეს ყველაფერი არის ალტერნატივები, რაზეც შეილება ვიფიქრო.

სამომავლოდ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ, რომ მთელ ამ ხეობებს ექნებათ ძალიან დიდი პოტენციალი , თუმცა რჩება პრობლრმა, რა ვუშველოთ აი ამ წუთეში ზამთარში ადამიანებს, რომლებიც ეხლა ელოდებოდნენ შემოსავალს ამ ხე-ტყიდან . ამაზე უნდა ვიფიქროთ სწორედ იმ მთავრობის წევრებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ჩამოვალ დაახლოებით ერთ კვირაში . კონკრეტული შეთანხმება ამ წუთისთვის არის ის რომ კვირას დაჯდებიან ადგილობრივები თვითონ ჩამოწერენ თავის ხედვებს, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ მთავრობის წევრებთან ერთად." – განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად