ხაიშის ცენტრში მოსახლეობასთან მოლაპარაკებების მიზნით სოზარ სუბარი ჩავიდა

ხაიშის ცენტრში მოსახლებოსათან მოლაპარაკებების მიზნით სოზარ სუბარი ჩავიდა. ადგილობრივებს ცენტრალური მაგისტრალი ამ დრომდე ბარიკადებით აქთ გადაკეტილი. 

როგორც ისინი ამბობენ არ დაიშლებიან  სანამ არ გადაწყვეტს სახლმწიფო მათი დასაქმების ალტერნატიულ გზას, რადგან ხე-ტყის მოპოვება სოფლის მოსახლეობის ერთადერთი შემოსავალია. 

როგორც სოზარ სუბარმა ადგილობრივებს შეხვედრის დროს განუმარტა, ვისაც ბიზნესი კანონიერი გზით ჰქონდათ გაფორმებული მათ საფრთხე არ ემუქრებათ, ვინც ხე-ტყის მოპოვებას უკანონოდ ეწეოდა მათ საკითხს მოლაპარკებების შემდეგ გაარკვევენ.

"გამოყოფენ ადაიანებს რომლებსაც თვითონ ენდობიან დავჯდები და ვილაპარაკებთ ისე რომ ხალხი არ დაზარალდეს და კანონიც კანონობდეს. ვერ იქნება განსხვავებული კანონი ზოგიერთისთვის ამას დილიდან ვიძახი. მათი შემოსავალი არის ხეტყე, ვეცდები ან ალერნატიული დასაქმება გამოინახოს ან კანონიერ ფარგლებში მოექცეს ის ნაწილი რაც უკანონო იყო, ვინც კანონიერი გზით მუშაობდა იქ არავითარი პრობლემა არ არის. ეხლა დაიწყება მოლაპარაკებები მათ წარმომადგენლებთან. ყველანაირი წინდადებისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე მიუღებლის განხილვისთვისაც, რომ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოინახოს" – განაცხადა სოზარ სუბარმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად