ხაიშის თემში სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილის ნინო ვიბლიანი ინფორმაციით, ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, 2 ჰა ფართობზეა ცეცხლის კერები გაჩენილი. ცეცხლის გამომწვევ მიზეზად წუხელ მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად