ხაინდრავა: პეტრე ცაავების, ბერძენიშვილებისა და სხვების ხელით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს

” დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი, რომლის გამონათქვამებზე არ ვაპირებ არანაირ კომენტარებს,”-ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილის კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

” დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი, რომლის გამონათქვამებზე არ ვაპირებ არანაირ კომენტარებს, რადგან ანტირქრისტეს ძალები კარგად არის ნაცნობი და სათავეში უდგას ზუსტად ეს მოძრაობა, ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ბერძენიშვილების ხელით, პეტრე ცაავების და კიდევ დანარჩენების ხელით. მანტიას ამოფარეულები მათ ჰგონიათ, რომ არ ვიცით, ისინი ვის ემსახურებიან, რა ძალებს და საიდან მოდის ეს შეკვეთა ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ყველაზე გამორჩეულად, ქართველი პატრიარქის დისკრედიტაციაზე.”,- ამბობს ხაინდრავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად