ხაინდრავა: მოვიდეს სასამართლოში ბადრი ბიწაძე და თქვას, რატომ მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება

მოსარჩელე ეკა გიგაური, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია, ყოფილი სახელმწიფო მინისტრისგან პატივისა და ღირსების შელახვისთვის და ცილისწამებისთვის სამართლებრივ დასჯას და სიმბოლურ თანხის 30 თეთრის დაკისრებას ითხოვს.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე, ეკა გიგაურის ადვოკატმა განაცხადა, რომ შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია, "რის საფუძველზე მიანიჭეს კაპიტნის წოდება ეკა გიგაურს არ ქვს". 

გოგა ხაინდრავა დაზვერვის ყოფილი შეფის ბადრი ბიწაძის და შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოწმის სახით სასამართლოში დაბარებას ითხოვს. მისი თქმით, სწორეს ამ ორმა ადამიანმა უნდა განმარტოს, რის საფუძველზე მიანიჭეს გიგაურს წოდება. 

"მსჯავრდებული მერაბიშვილი ზუსტად იმიტომ იხდის სასჯელს, რომ  მსგავსი ტიპის საქმიანობას ეწეოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. არანაირი საბუთი და მოტივაცია არ არსებობდა, რატომ მიანიჭეს კაპიტნის წოდება გიგაურს. 

საქმე არის ნათელი. ეს მათი სტილია, მოძალადე ძალადობის მსხვერპლს უჩივის. სხვანაირად მათ არ შეუძლიათ. ძალიან კარგია რომ ეს პროცესი შედგა. ძალიან კარგია რომ საზოგადოება ამაში ჩაერთო.

მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა ეკა გიგაურმა, რომ აქამდე მიიყვანა საქმე. ეს პროცესი დაამთავრებს მათ, როგორც ადამიანის უფლებების დამცველებს. მოძალადე ადამიანები, რომლებიც იღებდნენ წახალისება, მას შემდეგ, რაც საქართველოში 7 ნოემბერი მოხდა, ადამიანი იღებს რიგგარეშე ჯილდოს ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, ვფიქრობ აქ კითხვები არ უნდა იყოს. მოუნდათ სასამართლო? მიიღებენ სასამართლოს! ოღონდ ამ სასამართლოს კი არა, საზოგადოების სასამართლოს მიიღებენ. ისეთ სასამართლოს და განაჩენს მიიღებენ, რომ ტელევიზიებში გამოჩენა შერცხვეთ.

კაპიტანმა გიგაურმა იცის, რომ საბუთები განადგურებულია და ყველაფერი არეულდარეულია, იმიტომ რომ იმ უწყებაში მუშაობდა. ამიტომ, რადგან საბუთები არ არის მე ვაყენებ საკითხს, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილი და გენერალი ბიწაძე მოიყვანონ სასამართლოში და მათ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს. მე გაძლევთ პირობას, რომ მაგათაც მოვიყვან სასამართლოში და გიგაურსაც მოვიყვან. ჩვენ რას გვიჩივის, არ არის კაპიტანი გიგაური?! არ გაუცია პრემიები? – კაპიტანიც არის და პრემიებიც გაცემულია!", – განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად