ხაინდრავა: ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი

” დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი, რომლის გამონათქვამებზე არ ვაპირებ არანაირ კომენტარებს,”-ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილის კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

” დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი, რომლის გამონათქვამებზე არ ვაპირებ არანაირ კომენტარებს, რადგან ანტირქრისტეს ძალები კარგად არის ნაცნობი და სათავეში უდგას ზუსტად ეს მოძრაობა, ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ბერძენიშვილების ხელით, პეტრე ცაავების და კიდევ დანარჩენების ხელით. მანტიას ამოფარეულები მათ ჰგონიათ, რომ არ ვიცით, ისინი ვის ემსახურებიან, რა ძალებს და საიდან მოდის ეს შეკვეთა ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ყველაზე გამორჩეულად, ქართველი პატრიარქის დისკრედიტაციაზე.

პირველ რიგში, ეს რუსეთს აწყობს და მათ ემსახურება, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ფუძე, საფუძველი და ფესვი არის მართლმადიდებელი რწმენა და ეკლესია, რომელზეც ყოველთვის იდგა საქართველო, რომელმაც გადაარჩინა და მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე. ამიტომ, პირდაპირ იქ ურტყამენ და იქ მიდის შეტევა. ეს ე.წ. „რესპუბლიკელებისგან“ ახალი არ არის, ესენი, ყველანი მონაწილეობენ და დიდი ხანია მონაწილეობდნენ ამაში და დღეს უბრალოდ, გაცხადდა, რაც მათ ბნელ სულებში იყო”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად