ხაბეიშვილი: ზარქუა მიქანდა პოლიციაში და მოყვა, ლევანმა ისეთი მჟეჟაო, სახის ძვლის ტკივილები განვიცადეო (ვიდეო)

ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

„ნონსენსია, დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც. მგონი მჩხიბავადაც გამოვდგები. შაბათ დღეს გავაკეთე უკვე განცხადება, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელი იყო. რა თქმა უნდა იუმორით ვთქვი, თუმცა ჭკუაში დაუჯდათ და იქით დამაბრალეს ახლა ზარქუას სასტიკად გაუსწორდაო და ტკივილები უგრძვნია ზარქუას ყბის, ლოყის, გვერდების, სახის არეში. ერთი კაი მაგრად დამიჟეჟია.
სულ ვამბობ „ოცნებას“ რამდენიმე სახე აქვს მეთქი და ზარქუა კონფლიქტიდან ერთ საათში ყვება, რომ თავში წავუთაქეთ ხაბეიშვილს მივაჩმორეთო, კიდეთ თუ იტყვის, ისევ მოხვდებაო და ჟურნალისტმა, რომ ჰკითხა თქვენთან ინციდენტი რომ მოხდა მაგაზე რას იტყვითო და რაღაც შეხლა-შემოხლა იყოო, მაგან ვინ უნდა გალახოსო. ასეთი ვაჟკაცი იყო 24 იანვარს, მაგრამ 26 იანვარს, როცა მიაჩმორა მისმა პოლიტიკურმა მამებმა და უთხრეს, რომ ხაბეიშვილის თავი გვჭირდება რაღაცნაირად, რათა სისხლის სამართლის საქმე მასზეც აღვძრათო, მერე მიქანდა პოლიციაში და მოყვა, რომ ისეთი მჟეჟაო, ისე მცემაო, სახის ძვლის ტკივილები განვიცადეო, ისე სასტიკად გამისწორდაო“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნიბისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობს” წევრს, ლევან ხაბეიშვილს, დედაქალაქია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმარტა ძალადობის ფაქტზე არკვეთ ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს. მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად