ხაბეიშვილი საპარლამენტო ოპოზიციაზე: ჩვენი პარტიის თავმჯდომარით ფაქტობრივად გამოივაჭრეს

ჩვენი პარტიის თავმჯდომარით ფაქტობრივად გამოივაჭრეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში შესული ოპოზიციის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

ის მიმართავს ოპოზიციას, რომ თუ სკამების გამო იბრძვიან, ეს სწორი საქციელი არ არის. პოლიტიკოსი კოლეგებს პოლიტიკასა და მორალურ მხარესაც უწუნებს.

“როცა 43%-ზე აწერდნენ ხელს, რას ფიქრობდა გიორგი ვაშაძე თუ კონკრეტული პარტიები?! მათი ჯამური მაჩვენებელი 10%-ია. 42%-ს ვერ აცდება “ოცნებაო” და დანარჩენ 58%-ს ეს პარტიები იღებდნენ?! ამ ბრძოლაში შესვლას ჩვენი – “ნაციონალური მოძრაობის” ხარჯზე ხომ არ აპირებენ?! თუ ფიქრობენ, რომ თუ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და ამ 58%-ს თვითონ წაიღებენ, სრული სიგიჟეა.

ჩვენი პარტიის თავმჯდომარით ფაქტობრივად გამოივაჭრეს. იქ თანამდებობებს მიიღებთო, იქ 4 კაცით ფრაქციებს შექმნითო, იქ კომიტეტებს მოგცემთო, იქ ვიცე-სპიკერსო. ვიღაცები თუ სკამების გამო იბრძვით მეგობრებო, ეს არ არის სწორი. იძახდით მელია თავისუფალი იქნებაო და არ არის ის კაცი თავისუფალი. თურმე თუ მელია ხელს არ მოაწერს ამნისტიას, შესაძლოა ციხეშიც დატოვონ. ეს არის თქვენი პოლიტიკა, ზნეობრივი და მორალური მატარებელი?!” – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...