ხაბეიშვილი: კალაძემ თბილისელები 12 მილიონით აზარალა, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ამ მერზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქი 12 მილიონი ლარი აზარალა, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ მერზე სისხლის სამართლის დევნა დაიწტებოდა – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთი მარტივი დადასტურებაა, რომ კალაძე მართავს და ძარცვავს თბილისელების თანხებსა და ბიუჯეტს. მილიონერმა კაცმა ერთი ხელმოწერით თბილისელები 12 მილიონით აზარალა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ამ მერზე დაიწყებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოახერხეს იმდენი, რომ სითი პარკს ჯარიმას უხდიან, თორემ ეს კომპანია რომ გასაყვანი იყო, ამაზე ოპოზიცია შეთანხმებული იყო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ “სითი პარკს” 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა – სასამართლო დავა შეწყდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად