ხაბეიშვილი: კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადასცა

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაცმოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისში, ვარკეთილში, “ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტში კომპანიამ “არქიმ” გაიმარჯვა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ილია წულაიას ეკუთვნის.

“გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ დეპუტატ,ილია წულაიას, ვგულისხმობ „არქის“. ანუ კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება გადასცა ერთ ლარად. აქ ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მივიღებთ სამშენებლო პოლიგონს. საუბარია იმაზე, რომ ამ 16 მილიონი ლარის ქონებიდან სამი წლის თავზე 5 მილიონი ლარის ქონება უნდა დაუბრუნდეს დედაქალაქის მერიას. კალაძე ყველაფრიდან გაჭირვებული ადამიანების ხარჯზეც კი შოულობს დამატებით მილიონობით ლარს. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას დააკმაყოფილებენ, ეს მიწის ნაკვეთი რეალურად რომ გაეყიდათ და არა ერთ ლარად გადაეცათ დღესვე შეიძლებოდა არა 100-150 ოჯახის, არამედ სამჯერ უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილება” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...