A1 ბანერი

ხაბეიშვილი: კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომიდან გამოგვაძევა

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად, დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე იყვენემ მოსული. ისინი სხომაზე შევიდნენ და რამდენიმე წუთში გამოვიდნენ.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერმა ისინი სხდომათა დარბაზიდან  გამოაძევა.

“დედაქალაქის მერი, რომელიც დაწერილს კითხულობს მხოლოდ და მხოლოდ და მათ შორის უზრდელობებსაც მხოლოდ დაწერილს წაიკითხავს ხოლმე, ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ, აქვს თუ არა მას გამბედაობა, რომ 60 ათას ბავშვს რომ უხარისხოდ კვებავენ და ეს თავად დაწერეს და ეს ხაბეიშვილს არ მოუგონია, აი, ამაზე რა პასუხს აძლევს თბილისელებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც უხარისხოდ კვებავს და ეს დაწერა თავად.

ვკითხე, რომ თუ აქვს გამბედაობა ეპასუხა საჯაროდ. ასევე მნიშვნელოვანია, 13 წლის მოზარდი, რომელიც დაიღუპა, 17 მეტრიანი უკანონო თხრილი რომ იყო გათხრილი და დედაქალაქის მერიამ თქვა, რომ თურმე ახლა დააჯარიმეს და 3000 ლარით რომ ბავშვს არაფერი არ ეშველება, მე მგონი ყველასთვის გასაგებია, ამაზე თუ ხედავს ვინმეს პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობაა უკანონო მშენებლობები და უკანონო თხრილები არ იყოს დედაქალაქში.

ამ ორ საკითხზე ვთხოვეთ დედაქალაქის მერს საჯაროდ თუ შეძლებდა, დაწერილი ტექსტის გარეშე პასუს, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ 60 ათასი ბავშვის კვებაზე ჰქონდეს პასუხი, მათ შორის მოზარდის გარდაცვალებაზე აიღოს ვინმემ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მათ თანამდებობრივ გულგრილობას შეეწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხე, დაცვას მოუხმო ბატონმა კახიმ და გამოგვაძევეს დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომიდან,”-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...