ხაბეიშვილი: ივანიშვილის პირადმა სტომატოლოგმა ათიათასობით ადამიანი ყოველდღიური 1. 50 ლარის გარეშე დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ათიათასობით ადამიანი 1.50 ლარი გარეშე დატოვა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა „ღამის ამბები” ინგა გრიგოლიასთან ერთად განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ 1.50 ლარი ის თანხა, რასაც ყოველდღე უხდის სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს.

„მილიარდერის პირადმა სტომატოლოგმა ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად დატოვა 1. 50 ლარს გარეშე. ანუ, როცა შემწეობაზე ვსაუბრობ ეს არ ნიშნავს რომ 300 ან 400 ლარი აქვთ შემწეობა და აყრიდა ამათ ხელისუფლება. 1 ჭიქა წყალი რომ დალიოს რომელიმე ჩინოვნიკმა არ ეტყობა ის თანხა, რაც ყოველდღიურად გამოყოფილია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად