ხაბეიშვილი გეგელიას: ვის აინტერესებს ბრიუსელში ვის შევხვდებით?! სანამ პატივცემული ევროპაში დადიოდა, აქ ფასები გაძვირდა!

ვის აინტერესებს ბრიუსელში ვის შევხვდებით?! სანამ პატივცემული ევროპაში დადიოდა, აქ ფასები გაძვირდა! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“დედას გეფიცებით მართლა გული მწყდება, რაზე უნდა ვილაპარაკო?! სანამ პატივცემული ევროპაში დადიოდა, აქ პროდუქტები გაძვირდა, ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა, დამძიმდა სიტუაცია. ვის აინტერესებს, სად წავალთ, ბრიუსელში ვის შევხვდებით”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

დისკუსიაში “ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია ჩაერთო:

“ბოდიში ლევან, რა შუაშია ევროპაში სიარულთან ფასების ზრდა? ბრიუსელში თქვენი პარტიის თავმჯდომარის და ჩვენი კოლეგის ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლების საკითხზე ვიყავით”, – აღნიშნა გეგელიამ.

“საქმე წყდება აქ თბილისში – აფრიკაში, ვარკეთილში, ვაზისუბანში… ჩოხატაურში”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მას საუბარი ისევ გეგელიამ შეაწყვეტინა და თქვა: “ეს არის მტრული და არაკოლეგიალური რიტორიკა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...