ხაბეიშვილი: ექსპერტმა ყველა დაზიანება დაწერა, რომელიც მაქვს შუბლის, თავის, თვალის, ფეხის, არეში და გვერდებზე

 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოში მას და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებულ დაზიანებეზე ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„ექსპერტმა ყველა დაზიანება დაწერა, რომელიც მაქვს შუბლის, თავის, თვალის, ფეხის, არეში და გვერდებზე. დააფიქსირა დაზიანება, თუმცა ამას ექსპერტიზა რად უნდა?! ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა პირდაპირ ეთერში. შესაბამისად, ამ დრომდე მარტივი იყო ამ პირების დაკავება. ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ჯერ არ გამოუკითხავთ. ამ ამბავში ერთადერთი კარგია ის, რომ გამოძიება დაიწყო, ექსპერტიზა თავად მოითხოვეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ამ მოძალადე ადამიანებს პასუხისმგებლობა კანონის წინაშე მოუწევთ“, – განუცხადა ლევან  ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის:  24 იანვარს თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად