ხაბეიშვილი: ამ დახმარებებს აფასოებს კალაძე, მერე ფოტოს გადაიღებს, მიაქვთ ადამიანებთან და ეუბნებიან კალაძემ გამოგიგზავნაო (ვიდეო)

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერს კახა კალაძეს კორონავირუსის გავრცელების პრე ვენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიების გამო აკრიტიკებს.

„ადამიანებს უთხარით დარჩი სახლშიო და კალაძემ გამოგვიცხადა „ფეისბუქ“ კონცერტს უყურეთ, ეს არარის სწორი და ნორმალური.

სამწუხარო რეალობაა, მეც ძალიან მომწონს, რომ ადამინები ერთმანეთს ეხმარებიან და მარკეტის ქსელებში თუ შეხვალ კუთხე არის მოწყობილი, ერთ პურს რომ იყიდი მეორე პურით შეგიძლია ადამიანს დაეხმარო, რომელიც ცალკე კალათაში იყრება. მერე რა ხდება? ამას აფასოებს კახი კალაძე, ფოტოს გადაიღებს, ვიდეოს გადაიღებს, მიაქვთ ადამიანებთან და ეუბნებიან რომ ეს კალაძემ გამოგიგზავნაო, ასეთ დროსაც ეს ამორალური საქციელი სწორი არ მგონია. პრანჭიაობა კი არა, მართლა ქალაქს მიხედოს. იმის არ იყოს, ქუჩები მოვრეცხეთო, ჰოდა ვნახეთ, თურმე კლიპის გადასაღებად რეცხავენ ქუჩებს. რა სიგიჟეა… ცენტრალურ ქუჩებს რომ მორეცხავ რა,

მეორე ხარისხოვან ქუჩებს რომ არ მორეცხავ იქ არ არის კორონა თუ რა?! რა სისულელეა…

ამ დროსაც ფიქრობენ იმაზე თu როგორ მოატყუონ ხალხი, როგორ მოიპარონ დამატებითი თანხები. როგორ გამოიყენონ ეს პერიოდი“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად