ხაბაზი: ვის დაკარგვია საერთოდ, გგონიათ ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს? არ დაიჯეროთ!

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და “თავისუფალი ზონის” დამფუძნებელი, კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში გაქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

“რა ივანიშვილი, რის ივანიშვილი, ვის დაკარგვია საერთოდ, გგონიათ ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს? არ დაიჯეროთ! ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებებს მოსკოვში იღებენ, ივანიშვილი კი მხოლოდ ლაქიაა, პუტინის გადაწყვეტილებების უსიტყვო, მონური აღმსრულებელი.

უფსკრულის პირასაც კი აღარ ვართ, უფსკრულში მივექანებით, ერთი სატელეფონო ზარით წყდება ყველაფერი, ერთი სატელეფონო ზარით მოსკოვიდან. დარეკავს ტელეფონი, გასცემს ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების განკარგულებას და ამუშავდება მოღალატეთა ხროვის სახელმწიფო მანქანა, დარეკავს ზარი, გასცემს გახარიას გამინისტრების ან გაპრემიერების გადაწყვეტილებას და კვლავ ჩაირთვება სახელისუფლებო აგენტურა, მოვა მითითება ანაკლიის ჩაშლის და კონტი ჯგუფის კონსორციუმიდან გამოყვანის შესახებ და ისევ მოსკოვის დავალების აღსასრულებლად ამუშავებული მანქანა…

საქართველოს დამოუკიდებლობა თვალსა და ხელს შუა ფიქცია ხდება, ან კარგად გავისიგრძეგანებთ ამ საფრთხის მასშტაბებს, დავდგებით ერთად და დავამხობთ ივანიშვილის რეჟიმს, ან ისტორია უკლებლივ ყველას, მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, მარო მაყაშვილის, ამბროსი ხელაიას, კოტე აფხაზის, 9 აპრილის გმირების, ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და საქართველოს უამრავი გმირის მკვლელების თანამონაწილეებად მოგვიხსენიებს.

ისტორია არ დაიწყებს გარჩევას რა პოზიცია ჰქონდა კობას, გიორგის, დავითს, ნინოს, ისტორიას ეს არ აინტერესებს, ისტორიაში ჩაიწერება, რომ ამ წლებში ჩვენ ვერ გავუფრთხილდით გმირების მონაპოვარ თავისუფლებას, რომ ამ წლებში საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და რომ ის რუსეთის გუბერნია გახდა”, – წერს კობა კობა ხაბაზი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად