კობა ხაბაზი: “ქოცები წულუკიანს და შოთაძეს ებარებოდეთ”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

“ადეიშვილის პროკურატურის შემდეგ შოთაძის პროკურორობაზე ხმას როგორ იღებთო, ბრძანა მდნარი ყველივით მდნარმა მდინარაძემ.

მართლა რა ამაზრზენია ქოცობა!

დიახ, ყოველთვის ვილაპარაკებ ადეიშვილზე, ადამიანზე, რომელის ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებით იყო განპირობებული, ადამიანზე, რომელსაც შეეძლო მილიონერი ყოფილიყო, მაგრამ მისთვის ქართული სახელმწიფო იყო უმთავრესი და როცა საქართველოს დატოვება მოუხდა, ჰოსტელში ცხოვრობდა ფინანსური პრობლემების გამო.

დიახ, ყოველთვის ვილაპარაკებ ადამიანზე, რომლის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებაში თვით ქოცური სასამართლოს პირობებშიც კი ფიგურირებდა ტერმინი: “ჩამოართვა სახელმწიფოს სასარგებლოდ”.

იყო სიმკაცრე? დიახ იყო, მაგრამ გაიხსენეთ როგორი საქართველო ჩაიბარა მიშამ, ზურამ, ვანომ, ბაჩომ, გაიხსენეთ ის ქურდულ-კრიმინალური ქვეყანა, სადაც ვცხოვრობდით, ქვეყანა სადაც ქრთამი ცხოვრების ნორმად იყო ქცეული, სადაც კანონი ქურდის სიტყვა იყო, სადაც ყველა სახელმწიფოს ძარცვა-გლეჯაზე იყო გადასული, გაიხსენეთ და მითხარით როგორ შეიძლებოდა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა სიმკაცრის გარეშე?

ბევრი კარგი, ნიჭიერი ადამიანი შემხვედრია ცხოვრების გზაზე, მაგრამ ზურა ადეიშვილისთანა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და სახელმწიფო ძლიერების იდეა ფიქსით შეპყრობილი, იშვიათი კი არა, უიშვიათესია!

არ დამიწყოთ მორალისტობა, ქოცები წულუკიანს და შოთაძეს ებარებოდეთ, ნამდვილად არ მაინტერესებს თქვენი – პუტინის ლაქია ივანიშვილის მონათა ბჟუტური, მოყვასის გასაგონად კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიახ, ზურა ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებიდან ამოდიოდა და არასდროს პირადი კეთილდღეობიდან!” – წერს კობა ხაბაზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად