“კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება ინტერპოლში მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება”

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებას ინტერპოლში მეთოდოლოგიის ცვლილებით ხსნის.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ინტერპოლის ძებნილთა სიიდან იანუკოვიჩიც ამოიღეს.

"იანუკოვიჩს მოეხსნა ძებნა, იანუკოვიჩიც კი ამოიღეს ინეტრპოლის ძებნილთა სიიდან. პროკურატურამ გააკეთა განცხადება და მეც მოვისმინე მედიასაშუალებებით, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა და ამით არის ეს განპირობებული. ასე რომ, ზედმეტ აჟიოტაჟსა და სიხარულს ვერ მოგანიჭებთ," – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლმა დავით კეზერაშვილი ძბენილთა სიიდან ამოიღო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...