კევინ ჰარტმა ”ოსკარის” ცერემონიის წაყვანაზე უარი განაცხადა

მსახიობმა და კომიკოსმა კევინ ჰარტმა 2019 წელს „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის წაყვანაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მან თავის Twitter გვერდზე დაწერა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან ლგბტ თემის მიმართ წარსულში ნათქვამი განცხადებები დაასახელა.

“არ მინდა, ყურადღების ქვეშ მოვექცე იმ ღამით, როცა ბევრმა საოცარმა და ნიჭიერმა მსახიობმა უნდა იზეიმოს. ბოდიშს ვიხდი, რომ ბევრი ადამიანის ტკივილის მიზეზი ვიყავი. მე ვვითარდები და მინდა ამის კეთება გავაგრძელო. ჩემი მიზანია ხალხთა გაერთიანება და არა მათი ერთმანეთისგან განცალკევება”, – განაცხადა ჰარტმა.

მან მადლობა გადაუხადა კინოაკადემიას ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს მისთვის „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის უკანასკნელი შანსი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად