კეტი პერის ბრენდი ფეხსაცმელზე შავი კანის ფერის გამოსახულების გამო გააკრიტიკეს

ამერიკელი მომღერლის, კეტი პერის ცნობილი ბრენდი მკაცრად მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც კომპანიამ ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა, რომელზეც ადამიანის სახე იყო გამოსახული. ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის თანახმად, ბევრმა ადამიანმა მიიჩნია, რომ ფესაცმელზე შავი კანის ფერის გამოსახვა აფროამერიკელ ადამიანებს შეურაცხყოფს და ეს რასისტულია.

აღნიშნულის გამო, Katу Perrу-ის წარმომადგენელობა, რომელსაც მომღერალი კეტი პერი ფლობს, იძულებული გახდა მაღაზიებიდან და სავაჭრო ცენტრებიდან ასეთი ტიპის ფეხსაცმელი გაყიდვებიდან ამოეღო.

ასევე, Rue Face Slip On Loafers -ი და Ora Face Block Heel Sandals-მა პოტენციური კლიენტების უკმაყოფილების გამო, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს და ბოდიშიც მოიხადეს.

აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმლის ხაზი  მხოლოდ შავი ფერის მოდელით არ შემოიფარგლება. როგორც მედია აღნიშნავს, ასევე არსებობს მსგავსი ოქროსფერი, ნაცრისფერი და სხვა ფერის ფესსაცმელი. თუმცა, სხვა მოდელებს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია.

ამჟამად უცნობია, ასეთი ტიპის ფეხსაცმელს გაყიდვებიდან სრულად ამოიღებენ თუ მხოლოდ შავ ფერს.

კეტი პერი ერთ-ერთ იმ ადამიანთა შორის მოხვდა, რომლებიც შავი ფერის კანის – Blackface-ის გამოყენების გამო გააკრიტიკეს. მსგავსი პრობლემის წინაშე ადრე პოპულარული ბრენდები Gucci და Prada აღმოჩნდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...