კეპულაძე Роснефть-ის საქართველოში შემოსვლაზე: მთავრობას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, ასეთი გადაწყვეტილებები დაბლოკოს

კომპანია „როსნეფტ“-ი (Роснефть), რომლის დევიზია „რუსეთის სასარგებლოდ“ შესაძლოა ქართულ ბაზარზე ვიხილოთ. საქმე იმაშია რომ გავრცელდა ინფორმაცია, ქართული კომპანია „ვისოლი ჯგუფი“ და  Роснефть-ი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შესაძლოა, კომპანია, რომლის 95% წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციაა ქართულ ბაზარზე ვიხილოთ, რასაც საქართველოში საკმაოდ მწვავე შეფასება მოჰყვა.

“აიპრესის” კითხვაზე „რამდენად საფრთხის შემცველია „როსნეფტის“ გაძლიერება საქართველოში(ვგულისხმობთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „როსნეფტმა“ „გალფი“ იყიდა და „ვისოლის“ შეძენას აპირებს) და  იქნება თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში და გაზრდის თუ არა ეს ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე? ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია გიორგი კეპულაძე პასუხობს და განმარტავს:

„რა თქმა უნდა შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, თუმცა ეს საბოლო არ არის, მაგრამ რაც არის,

პირდაპირ პუტინის(რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ავტ.) შექმნილი კომპანია ცდილობს, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ქსელის მქონე ბენზინგასამართი კომპანიის შეძენას. თუმცა, ამ ქართული კომპანიის განცხადებაში ვერ დავინახე ვერც უარყოფა და ვერც დადასტურება. მაგრამ, კომპანია არ უარყოფს რომ ისინი გეგმავენ… აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ „როსტნეფტ“-ს უკვე აქვს საქართველოში თავისი ინტერესები. მისი ერთ-ერთი ქვეკომპანია უკვე ფლობს ქართულ ნავთობკომპანიას. შესაბამისად უფრო გაძლიერება რუსული კომპანია საქათველოში, რაც საფრთხეა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რადგან ენერგომატარებლები არის  სტრატეგიული მიმართულება. მითუმეტეს,  ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი და რუსეთის სახელმწიფო კომპანიის ზედმეტად ჩარევა ქართულ ეკონომიკაში, შესაძლოა იყოს საფრთხე ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს კერძო კომპანია  თუ გეგმავს რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან გაერთიანებას და ამავე დროს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტები, თუნდაც ოკუპაციის კანონიდან გამომდინარე. თუ დაინახავს მთავრობა, რომ ამ შეთანხმებით პრობლემა შეექმნება ქვეყნის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, მთავრობას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, მსგავსი გადაწყვეტილებები დაბლოკოს.

მესმის, შეიძლება ეს ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჰყავს მტრულად განწყობილი სახელმწიფო, მისი ზედმეტი ეკონომიკური ექსპანსია არის ჰიბრიდული ომის ნაწილი. ახლა რუსეთი ცდილობს ეკონომიკურ გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში, არა ტანკებით, არამედ სწორედ ეკონომიკური მეთოდებით.

ძალიან კარგად ვიცით რომ, რუსეთში ეს ყველაფერი ერთი მმართველობის ქვეშაა. იქ არ არის განსხვავება კერძოსა და სახელმწიფოს შორის. ფაქტობრივად კერძო კომპანიები, პირველ რიგში მუშაობენ რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის. კარგად უნდა დავფიქრდეთ სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ და არ უნდა მივცეთ ოკუპანტ ქვეყანას, ჰიბრიდულ ომში ეკონომიკური ექსპანსია გამოიყენოს, როგორც ომის წარმოების ერთ-ერთი საშუალება“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...